გიორგი ბოტკოველი - 15 მაისი ერთად დგომის მაგალითი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ხალხს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას.

ბოტკოველის თქმით, ოპოზიციის ასეთ რეჟიმში მუშაობის პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება, ვიდრე თითოეულ ადამიანს არ ეტყვიან იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. მისი თქმით, 15 მაისი, როდესაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია უნდა გაიმართოს, ერთად დგომის მაგალითი იქნება.

„მოვიდა დრო, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გვერდით გადადოს თავისი პარტიული კუთვნილება და ყველა ერთად დავდგეთ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. კარგად ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გადაჩეხოს ეს ქვეყანა, მისი სურვილია ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, ხალხი მას მოემსახუროს და თვითონ არ იყოს მსახური. 15 მაისს ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და დავანახებთ ივანიშვილს და მსოფლიოს, რომ ხალხს არ უნდა ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ბოტკოველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა