სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 23 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 206 142 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 817 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 185 125-ია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს