ირაკლი ქადაგიშვილი - თუ გახარიას მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირებაა, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება, ხოლო თუ ოპოზიციის მიერ მიტოვებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვა სურს, წარმატების პერსპექტივა ექნება

თუ გახარიას მიზანი იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება, რა თქმა უნდა,ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მისი მომავალი პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების ამომრჩევლის მიზიდვა, მაშინ შესაძლოა, მას გარკვეული წარმატება ჰქონდეს.

„პიროვნული რეიტინგი, რომელიც გააჩნია გიორგი გახარიას, გამომდინარეობდა იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა - როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერის და პრემიერ- მინისტრის, ამის პირდაპირი კონვერტაცია როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურისა, დრო გვაჩვენებს, რამდენად რეალური იქნება. მე ვფიქრობ, რომ თუ მისი მომავალი პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების მიერ მიტოვებული ამომრჩევლის და მათ მიერ უგულებელყოფილი ხმების მოზიდვა მისკენ, მას როგორც პოლიტიკურ პარტიას ექნება გარკვეული წარმატების პერსპექტივა. თუ მისი მიზანი იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. მე ვისურვებდი საქართველოში ყოფილიყოს ისეთი პარტია, რომელიც როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებში ვხედავთ, არ იყვნენ ჩაჯინებული მხოლოდ დესტრუქციულ დღის წესრიგს და უნარი ჰქონდეთ პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ მათ შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ გახარიასთან.

„ის პიროვნებები, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, იყვნენ დაკავშირებულნი პიროვნულად გიორგი გახარიასთან და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ. ვისაც პიროვნული ბმა ჰქონდა, ისინი გადავიდნენ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა