გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს პარლამენტში

ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ აქციებს სერიოზულად აღარ აღიქვამს.

„არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია რადიკალურ ფრთას საერთო სახალხო ერთობა აშშ - ის, ჩვენი ევროპელი კოლეგების და ნატო-ს და ევროკავშირის გარეშე. ისინი თუ ელოდებიან 15 მაისს, რომ ქართული საზოგადოება უარს იტყვის ნატო- ზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, არ მესმის, ამ დროს კი პროდასავლურად მოაქვთ მათ თავი.

საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს არამცთუ მათ აქციებს, არამედ მათ დამოკიდებულებას პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს სურვილი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს არის არა მათი, არამედ მათი ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სურთ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს პარლამენტში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა