ირაკლი ქადაგიშვილი - ვინც გუბერნატორები ვიყავით და მაჟორიტარად აგვირჩიეს, დეპუტატები გუნდის საერთო დამსახურებით გავხდით - არაგუნდური თამაშით ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა

თითოეული ჩვენთაგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ მაჟორიტარად აგვირჩიეს, დეპუტატები გუნდის საერთო დამსახურებით გავხდით - პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს, არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ თუკი მაჟორიტარისა და პარტიის მიერ მიღებულ ხმებს დავაკვირდებით, 100-დან 99-შემთხვევაში ყოველთვის არის მაჟორიტარის მცირედი უპირატესობა. ქადაგიშვილის თქმით, მაჟორიტარს პარტიული ხმების გარდა, გარკვეული პრეფერენცია პიროვნული სიმპატიით ეძლევა.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არის იმპერატიული. დეპუტატს არ აქვს ვალდებულება, თავის პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, მანდატი დატოვოს. ეს შეიძლება პიროვნული გადაწყვეტილება იყოს. გამომდინარე აქედან, არ მინდა სპეკულაცია იმის თაობაზე, უნდა დატოვონ თუ არა მათ მანდატი. არ მინდა ამ თემაზე ახალი, მოგონილი ქარიშხალი ავტეხოთ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, იმ მაჟორიტარებმა, რომლებმაც "ქართული ოცნებიდან" გიორგი გახარიას გუნდში გადაინაცვლეს, სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვონ და საკუთარი შესაძლებლობები შუალედურ არჩევნებში მოსინჯონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა