ნინო წილოსანი “ნამახვანჰესის” საკითხზე - გარკვეულ ქსენოფობიურ განცხადებებს ვხვდებით, რომელთა მიმართებაშიც ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს არ გამოვრიცხავ

ვხვდებით გარკვეულ ქსენოფობიურ განცხადებებს, რომელთან მიმართებაშიც სრულიად არ გამოვრიცხავ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა “ნამახვანჰესის” საკითხზე აქციების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მხრივ, გასაგებია მოსახლეობის წუხილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მსგავს საკითხებზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. წილოსანი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა რიგ საკითხებზე გარკვეული კონსენსუსის მიღწევაც არის საჭირო. თუმცა, დასძენს, რომ „ნამახვანჰესთან“ მიმდინარე მოვლენებში, შესაძლოა, ქვეყნისთვის მავნე ინტერესები იკვეთებოდეს.

"ნამახვანჰესთან“ მიმართებით ბოლო პერიოდის მანძილზე იმდენად აწეულია ტემპერატურა და იმდენად დიდია საზოგადოების ინტერესი, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ჩართული და ვგულშემატკივრობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება დროულად, წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში ვგულისხმობ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხი, რასაც ვფიქრობ, რომ მინისტრები, რომლებსაც უშუალოდ ეკუთვნით ეს საკითხი, ცდილობენ და ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა. მეორე მხრივ, ასევე ვხვდებით გარკვეულ ჰომოფობიურ განცხადებებს, რომელთა მიმართებაშიც, სრულიად არ გამოვრიცხავ ასევე ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, რადგან თავად ინსვეტორის მიმართ და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ მსგავსი კრიტიკული, ძალიან რადიკალური განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, უბიძგებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რისკებს, ამიტომ ამ კუთხით ვთვლი, რომ არ არის გამორიცხული, ამ ძალიან გახმაურებულ პროცესში იყოს არეული სხვადასხვა ძალიან ცუდი და მავნე ინტერესები,"- განაცხადა წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა