უკრაინის, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას გმობენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინისთვის "წითელი ხაზი", რომელიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს, სახელმწიფო საზღვარია.

”უკრაინის „წითელი ხაზი” არის სახელმწიფო საზღვარი, თუ რუსეთი გადაკვეთს ”წითელ ხაზს ”, მაშინ ამას შედეგები უნდა მოყვეს”, - აღნიშნა მან ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, აუცილებელია, რუსეთს აჩვენონ, რომ დონბასის რეგიონში ესკალაციის გააქტიურებას მისთვის "ძალიან მტკივნეული" შედეგები ექნება.

„დღეს ოთხივე ჩვენგანს შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ვგმობთ რუსეთის მიერ სიტუაციის გამწვავებას და მოსკოვის განცხადებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნა დმიტრი კულებამ.

შეგახსენებთ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

იხილეთ ვიდეო:უკრაინის, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას გმობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო