დიმიტრი პესკოვი - ვგმობთ ნებისმიერ სანქციას, ისინი უკანონოა და ნებისმიერ შემთხვევაში ნაცვალგების პრინციპი იმუშავებს

რუსეთი გმობს ვაშინგტონის გეგმებს სანქციებთან დაკავშირებით და მათ ნაცვალგების პრინციპით უპასუხებს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები საუკეთესოდ დაიცვას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ამერიკული მედიის მიერ სანქციების დაწესების შესახებ გავცელებულ ინფორმაციას „გაჟონვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

„გასაგებია, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. გაზეთებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ კომენტარს. ვაშინგტონისგან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას დაველოდებოთ. რაც შეეხება სანქციებს, აქ არანაირად არ შეიცვლება მიდგომა. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ სანქციას, მიგვაჩნია, რომ ისინი უკანონოა და ნებისმიერ შემთხვევაში ნაცვალგების პრინციპი იმუშავებს “, - განაცხადა პესკოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს