ენტონი ბლინკენი ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ქაბულში ჩაფრინდა, სადაც ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

”მიზეზი, რატომაც მე აქ ვარ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ასე სწრაფად, არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მტკიცე ვალდებულება გვაქვს ავღანეთის მიმართ. პარტნიორობა იცვლება, მაგრამ პარტნიორობა გრძელდება“, - განაცხადა ბლინკენმა აშრაფ ღანისთან შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ დაადასტურა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა 1-ელი მაისიდან დაიწყება და 11 სექტემბრამდე დასრულდება.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა