გია ვოლსკი - ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჭკვიანური წინადადება, მაგრამ ამან უნდა გაიაროს პოლიტსაბჭოში და უმრავლესობის ფორმატში უნდა მიიღოს „მწვანე შუქი“ და დასტური

ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჭკვიანური წინადადება, მაგრამ ამან უნდა გაიაროს პოლიტსაბჭოში და უმრავლესობის ფორმატში უნდა მიიღოს „მწვანე შუქი“ და დასტური, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც კომპრომისების თაობაზე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დეტალები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

„კომპრომისების თაობაზე დიდი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, დიდი ხანია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გარკვეული გონივრული შენიშვნებით, წინადადებებით, რაც მისაღები იქნება აუცილებლად ჩვენი პარტნიორებისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით ვართ მზად დავუშვათ კომპრომისები, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დეტალი, რომელზეც დღეს შეიძლება ირაკლი კობახიძე საუბრობდა თავის კომენტარებში, უნდა დავაზუსტოთ მას მერე, რაც პოლიტსაბჭოში გავივლით ყველაფერს ერთად. ასე რომ, განწყობა ერთნაირი გვაქვს, სურვილები არსებობს, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით აუცილებლად მოგვიწევს კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ პოლიტსაბოზე და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ უმრავლესობის ფორმატში.

ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჭკვიანური წინადადება, რომელიც პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს, მაგრამ ფორმალურად ამან უნდა გაიაროს პოლიტსაბჭოში და უმრავლესობის ფორმატში უნდა მიიღოს „მწვანე შუქი“ და დასტური,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ- ში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა