ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე განკარგულებას ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სანქციების სამიზნე, რომელიც ბოლო დროს განხორციელებული კიბერ თავდასხმების და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის საპასუხოდ დაწესდა, 30-ზე მეტი რუსული ორგანიზაციაა. სანქციები ასევე ითვალისწინებს აშშ-დან რუსეთის 10 მოქალაქის, მათ შორის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებისა და დიპლომატების გაძევებას.

ადმინისტრაციამ ასევე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუბლის ნომინალის ობლიგაციების შეძენას აუკრძალავს. საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული სიმდიდრის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ გამოშვებულ ობლიგაციებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს