მარია ზახაროვა - ვაშინგტონი მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობების დანგრევას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ორმხრივი ურთიერთობების განადგურებას ცდილობს.

„არა, ისინი უბრალოდ ცდილობენ, ორმხრივი ურთიერთობები დაანგრიონ,“- უპასუხა ზახაროვამ შეკითხვას, ცდილობს თუ არა შეერთებული შტატები რუსეთი პროვოკაციამდე მიიყვანოს.

აშშ-მა დღეს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სასანქციო სიაში შესულია 32 კერძო პირი და ორგანიზაცია, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ და ასევე "დეზინფორმაციისა და ჩარევის“ სხვა ქმედებები განახორციელეს.

ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან შეთანხმებით, სანქციები დაეკისრა ასევე რვა პირს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ოკუპაციასა და რეპრესიებთან, რასაც რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში ახორციელებს.

ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო