ანონსი 16 აპრილი

16 აპრილს, 09:30 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მარჯანიშვილის თეატრს ეწვევა და თეატრის ხელმძღვანელობასთან და დასთან შეხვედრას გამართავს.

16 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბავშვთა სიღარიბის დაძლევის, კონკრეტული პროგრამის შემუშავების და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

16 აპრილს, 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდების განთავსება.

მის.: ვახტანგ გორგასლის ქუჩა #16

16 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალიტი აფგან მუხთარლი “2020news”-ის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "მუხთარლის თბილისიდან გატაცებისა და ამჟამად გლდანის ციხეში მყოფი საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქის, პროფესორ ფარმან ჯეირანლის სკანდალური საქმეები".

მის: პეკინის N34 (ბიზნეს ცენტრი საბურთალო) მე-3 სართული 302-ე სივრცე.

16 აპრილს, 11:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16 აპრილს, 12:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ადვოკატები სოსო ბარათაშვილი და კახა კოჟორიძე ,,რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას.

მის: გენერალური პროკურატურა, გორგასლის 24.

16 აპრილს, 12:00 საათზე, ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მის: პიაცას მოედანი, გორგასლის ქუჩა N20.

საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი - 595 055 750

16 აპრილს, 13:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ თელავში უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

მის.: თელავი, ერეკლე II-ს მოედანი, (თეატრის წინ).

საკონტაქტო: ნინო გოგოლაშვილი - 571 92 92 92

16 აპრილს, 13:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიმართლის რწმენა" და ადვოკატები "ნამახვანთან" დაკავშირებით პროკურატურას საჩივრით მიმართავენ.

საკონტაქტო: გაიოზი - 574 014 466

16 აპრილს, 14.30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო გაიმართება.

მის: აკაკი წერეთლის 144. მეოთხე სართული​

16 აპრილს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარლამენტის თავმჯდომარის,არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი გაიმართება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს