დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ლონდონში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი „ქცევის მტრულ ხაზთან“ დაკავშირებით დაიბარა.

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რისი მიზეზიც არის ინგლისის ღრმა შეშფოთება რუსეთის ქცევის მტრული ხაზი, მათ შორის კიბერშეტევებთან დაკავშირებით, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა და რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის დიპლომატიურ მისიაში განუცხადეს.

მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა გახდა რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზი. თუმცა, სხვა მედია საშუალებებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაბარების მიზეზი დაკავშირებულია აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები. ასევე კიდევ ერთი მიზეზია რუსეთის მოქმედება უკრაინის საზღვრებთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა