ვარშავამ პოლონეთისთვის საზიანო საქმიანობის განხორციელებისთვის სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„2021 წლის 15 აპრილს, პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული. ელჩს დიპლომატიური ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარშავაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი დიპლომატიური სტატუსის დარღვევა და აღნიშნული პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ საქმიანობის განხორციელებაა“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოლონეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს აშშ-ის 15 აპრილის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა