რუსეთმა ყირიმში იმ არმიის ნაწილები გადაისროლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდნენ, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. „წვრთნებში“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე ცნობილია, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან ოქტომბრამდე რუსეთი ხურავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო გემებისთვის და კრემლი ამ გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ხსნის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს.

“58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში სამხრეთ ოსეთში. 2014 წელს კი ამ არმიის ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ,” - წერს უკრაინული მედია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო