სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 207 103 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 835 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 186 200-ია.