ჩინეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში რეკორდულად, 18.3%-ით გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდულად მაღალი ზრდაა 1992 წლის შემდეგ, ანუ იმ პერიოდიდან, რაც ქვეყანამ კვარტლური მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა პანდემიის გამო არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო კვლავაც რთულია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული სხვა მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. წარმოების მაჩვენებელი 14,1%-ით, საცალო გაყიდვები კი, 32%-ით არის გაზრდილი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს მაჩვენებლები შედარებულია გასული წლის მნიშვნელოვნად შემცირებულ რიცხვებთან.

ცნობისათვის, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნების“ გამო 6.8%-ით შემცირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო