კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმერეთის რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოში გაიმართა.

„ლიცეუმის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა - ალექსანდრე გვაზავამ და ელენი ჟორჟოლიანმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა