ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4 % -ით შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და 16%-ით გადააჭარბეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზუსტებული გეგმის 96% , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კი 94 % აითვისა.

რაც შეეხება კრედიტებისა და გრანტების ნაწილს, სამინისტრომ პირველი კვარტლის გეგმას 24.7 მლნ ლარით გადააჭარბა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა