დიმიტრი პესკოვი - აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ეს ბოლომდე დამშვიდების მიზეზს არ იძლევა

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ეს ბოლომდე დამშვიდების მიზეზს არ იძლევა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვევების შესახებ ნაკლები ინფორმაცია მოდის და დარღვევების რაოდენობა მართლაც შემცირდა, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე დამშვიდების და კონტაქტის ხაზზე სიტუაციის მონიტორინგის შეწყვეტის არანაირი მიზეზი არ არსებობს,“- აღნიშნა პესკოვმა.

დონბასში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები დონბასში ცეცხლის რეჟიმს დღეში რამდენჯერმე არღვევენ, რასაც უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე ეწირება, ამასთან, უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო ძალებია მობილიზებული. დასავლეთი რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისა და მობილიზაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და პროვოკაციებში კიევს ადანაშაულებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა