ანგელა მერკელი - კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია და ის ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, დაამტკიცოს კანონი, რომელიც რეგიონების ლიდერებს დაავალდებულებს, დაინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში „ლოქდაუნი“ და „კომენდანტის საათი“ დააწესონ.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ მიწევს იმის თქმა, რომ სიტუაცია სერიოზულია, ძალიან სერიოზული და ის ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“, - აღნიშნა კანცლერმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მესამე ტალღამ მოიცვა და ჯანდაცვის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. „რეანიმაციების თანამშრომლები დახმარებას დახმარებაზე ითხოვენ და ვინ ვართ, რომ მათი თხოვნა უგულვებელვყოთ?“- განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რეგიონების ლიდერებს ავალდებულებს, დაინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში „ლოქდაუნი“ და „კომენდანტის საათი“ დააწესონ. ცვლილებებს ამჟამად გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა