სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მუმლაძეს  3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მუმლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში ის საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლოში, გარკვეულწილად არ გაიზიარა გირაოს ის ოდენობა, რაც ჰქონდა განსაზღვრული.

"ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობაც და შესაბამისად, დადგინდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძე გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო ღონისძიებისგან. ასევე, აღსანიშნავია, რომ სასამართლო ამას პრაქტიკაში ძალიან იშვიათად იყენებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თანხის 50%-ის, ანუ 1 500 ლარის გადახდის შემთხვევაში მუმლაძე პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს. მე ჯერა კიდეც, რომ ამ თანხას აქტივისტები დღესვე გადაიხდიან და გიორგი მუმლაძე თავისუფალი იქნება", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

რაც შეეხება თვითონ გიორგი მუმლაძის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, ის არ აღიარებდა დანაშაულს.

შეგახსენებთ, გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.

შსს-ს ინფორმაციით, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა