არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იყო გარკვეული ცილისწამება და მცდელობა, მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ გუნდზე ყოფილიყო

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იყო გარკვეული ცილისწამება და მცდელობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ გუნდზე ყოფილიყო.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს მედიატორ კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის წარმოდგენილი.

„ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს იყო ჩვენს მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც.

ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მზად ვართ, მოვაწეროთ შეთანხმებას ხელი, თუ ოპოზიცია ხელს აწერს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა ხელს და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს, იყო ასევე მცდელობა, რომ ბრალდება სწორედ ჩვენსკენ ყოფილიყო, რომ თითქოს ჩავშალეთ ეს შეთანხმება. დღეს ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კონსულტაციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს საკმარისი ხანი ველოდით, ასევე დამატებითი დრო გამოვყავით იმისთვის, რომ ელჩებთან ერთად კონსულტაციები ყოფილიყო, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ ბატონი დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა