კახა ოქრიაშვილი - საიდან მოვიდა ე.წ. მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი?! ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48%, რომელიც როგორც შედეგი „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნებზე აჩვენა ან 60%

საიდან მოვიდა ე.წ. მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი?! ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48%, რომელიც როგორც შედეგი „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნებზე აჩვენა ან 60% ,- ასე ეხმაურება პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გამოცხადებულ ინიციატივას.

„როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დანიელსონის დოკუმენტს და მზად არის, აამოქმედოს ე.წ. მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელმაც თითქოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია უნდა მოახდინოს. საიდან მოვიდა ეს 40%?! ალბათ სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 38-40% მიიღო. გამოვთქვამ სერიოზულ ეჭვს, რომ დანარჩენი პროცენტები უბრალოდ მიიწერეს. ამგვარი გარიგება რომც შემოგვთავაზონ, ლოგიკა ითხოვს იმის ახსნას, რას ეფუძნება შემოთავაზებული რიცხვი. ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48%, რომელიც როგორც შედეგი, 2020 წლის არჩევნებზე აჩვენეს ან 60%, რადგან 150 დეპუტატიდან მათ 90 მანდატი, ანუ სრული შემადგენლობის 60% „მოიპოვეს“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე უცვლელია.

„ამისთვის, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, უნდა ჩატარდეს პლებისციტი, დამატებითი ბიულეტენით და ერთი კითხვით - სურს თუ არა ჩვენს მოსახლეობას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა