ნათია თურნავა - ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ - მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები

ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

„ჩვენი მოთხოვნით კომპანია „ენკა" გახსნის კვლევებს, რომელსაც გადმოგვცემს და გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დღემდე „ენკას" კვლევების დიდი ნაწილი გამოქვეყნებული არის. არსებობს უამრავი რუკა და ნახაზები, რომლიც სრულად ხელმისაწვდომია ექსპერტებისთვის.

ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრებს გავაგრძელებთ, ასევე გადავცემთ კვლევებს, იმისთვის, რომ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან.

ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები.

მოხარული ვიქნებით, რიონის მცველები, აქციების აქტივისტები, ან მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტები ჩაერთონ ამ პროცესში.

დღეს შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ამ ექსპერტთა საბჭოში წარმოადგინონ თავისი წარმომადგენლები",-განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და "ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე, სამუშაო შეხვედრას "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან მართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა