სერგო ჩიხლაძე - ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის - ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება როგორც პოლიტპატიმრების, ასევე ვადამდელი არჩევნების საკითხთან მიმართებით.

„თალაკვაძის განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი, კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება. ჯერ ერთი - რა უშლიდათ ხელს მაშინაც, რომ არსებული დოკუმენტისთვის თუნდაც ამ საკითხებზე დათანხმებულიყვნენ. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი რჩება პოლიტპატიმრებთან მიმართებით - რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების 40%-ზე მიბმას, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ ამაზეც სამსჯელოა. 40% თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია. ჩვენნაირ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე 40% რომ ვერ მიიღოს, მითუმეტეს ასეთი მეთოდებით, ხელისუფლება მკვდარი უნდა იყოს. ამიტომ 40% სადებატო თემა უნდა იყოს. ამასთან საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და თან 40%-ით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ წინადადებას. ამაზე ზედაპირულად მსჯელობა ვერ მოხდება, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა განვიხილოთ.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიხია თუ არა უკან „ქართულმა ოცნებამ“. იმიტომ, რომ არ არის ნათელი სურათი, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზეც გზები მოცემული არაა. ეს განცხადება მოლაპარაკების გაგრძელების შანსს აჩენს, დანარჩენი საკითხები მხარეებმა მოლაპარაკებებზე პირისპირ უნდა გავიაროთ. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენც მზად ვართ. ის რაც თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის. ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, „ქართული ოცნება“ [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა