ბექა ლილუაშვილი - მოხარული ვარ, რომ ორდღიანი გზააბნეული „მესიჯბოქსის“ შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ერთი-ერთში აისახა ის ძირითადი სათქმელი, რომელიც გახარიას გუნდმა „ოცნების“ დატოვების დროს დააფიქსირა

დღეს არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და რადიკალური დღის წესრიგი ჩვენი სახელმწიფოს და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს!, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერას ეხმაურება.

როგორც ბექა ლილუაშვილი აცხადებს, მათი გუნდი მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

„მე მოხარული ვარ, რომ 2 - დღიანი გზააბნეული „მესიჯბოქსის“ შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ერთი-ერთში აისახა ის ძირითადი სათქმელი, რომელიც გახარიას გუნდმა და მათ შორის, მეც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ მიზეზებში პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების დროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების უალტერნატივობას.

დღეს არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და რადიკალური დღის წესრიგი ჩვენი სახელმწიფოს და პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს! ეს არის სიმართლე, რომელიც ჩვენს მიერ დაფიქსირდა და რომელიც დღეს უკვე მმართველი პარტიის რიგებიდანაც გაჟღერდა და დადასტურდა.

სწორედ ამ რადიკალურ დღის წესრიგს გავემიჯნეთ ჩვენ გახარიას გუნდის წევრები და დავტოვეთ „ქართული ოცნების“ პარტია. სწორედ ამ რადიკალურ ნაბიჯებს გაემიჯნა გახარია, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ კანონის აღსრულების ფორმამ ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიციური“, - წერს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა