ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ საკითხის შემსწავლელ ექსპერტთა საბჭოს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაცნობად დაახლოებით 2 თვე ექნება, კაშხალის მშენებლობამდე კი 1-წლიანი პერიოდი განისაზღვრა.

როგორც დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან, "ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორთან და ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაშია.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ რა კითხვაც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ესეც გვესმის. ამიტომ, სწორედ ჩამოყალიბებული ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომელიც პროექტის ნაწილია და ვფიქრობთ, ყველა ეს დოკუმენტი პასუხს სცემს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაშია. თუმცა საუბარი იყო, რომ ეს არის ძალიან დიდი, მოცულობითი მასალა. ეს არის ასობით ათასი გვერდი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.

რაც შეეხება იმას, რომ არსებობს ბევრი მოთხოვნა საზოგადოებაში და ლეგიტიმური კითხვები, გვესმის, ასეთი მასშტაბის პროექტი დიდ ინტერესს იწვევს. ყველა ის კრიტიკული საკითხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან იყო დასმული, ვფიქრობ დიდწილად გათვალისწინებულია - ეს ძირითადად ეხება გარემოსდაცვით ზემოქმედებას და სამშენებლო საკითხებს. ასე რომ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება მოხდება ამ შეფასებების და რეკომენდაციების გათვალიწინებით. ამისთვის კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსთან მოახდინა შეთანხმება და დაახლოებით 1-წლიანი პერიოდი განისაზღვრა კაშხალის მშენებლობამდე“,- განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა