ალექსეი ნავალნი - მემუქრებიან, რომ თუ შიმშილობაზე უარს არ ვიტყვი, იძულებით კვებაზე გადამიყვანენ

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას

აქვეყნებს. როგორც მოშიმშილე პატიმარი „ინსტაგრამ“ პოსტში აღნიშნავს, ციხის ადმინისტრაციაში ემუქრებიან, რომ ძალდატანებით მისცემენ საკვებს.

„დღეს დილით ქალი პოლკოვნიკი მოვიდა და მითხრა: თქვენი სისხლის ანალიზი ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებაზე და რისკზე მიუთითებს. თუ შიმშილობაზე უარს არ იტყვით, ჩვენ მზად ვართ ახლავე იძულებით კვებაზე გადაგიყვანოთ. შემდეგ კი აღმიწერა იძულებითი კვების მთელი მომხიბვლელობა - შემბორკავი პერანგი და ა.შ.“, - წერს ნავალნი. მისივე თქმით, მან აქ კიდევ ერთხელ მოითხოვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ექიმის ნახვის უფლება. ნავალნი წერს, რომ პროტესტის ამ ფორმას მიმართავს არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ასობით ათასი უუფლებო პატიმრისთვის.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს