რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხო ზომებია აღწერილი.

განცხადების თანახმად, რუსეთში მყოფი ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს ამერიკის სანქციების თანაბარზომიერად გააძევებენ, საუბარია 10 დიპლომატზე. ასევე მოსკოვი უპასუხებს პოლონეთს და ქვეყნიდან 5 პოლონელ დიპლომატსაც გააძევებს. შეიზღუდება სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების რუსეთში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი მივლინებებით ულიმიტო მოგზაურობის პრაქტიკა. მათთვის შესაბამისი ვიზების გაცემა მინიმუმამდე- წელიწადში 10 ადამიანამდე შემცირდება. მიიღება ზომები, რომ მთლიანად დასრულდეს აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადმინისტრაციული და ტექნიკური სფეროს თანამშრომლების დაქირავების პრაქტიკა რუსეთის ფედერაციისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებიდან. რუსეთში შეწყდება სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლის ქვეშ მყოფი ამერიკული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.

„ეს ნაბიჯები მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ნაწილია. სამწუხაროდ, ამერიკული მხარის განცხადებებში ახალი სასჯელის შემოღების მუქარა ცხადყოფს, რომ ვაშინგტონს არ სურს ჩვენი მოსმენა და არ აფასებს იმ თავშეკავებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ, მიუხედავად მაღალი დაძაბულობისა, რომელიც მიზანმიმართულად გააქტიურდა ჯერ კიდევ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროიდან“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე მალე გამოქვეყნდება რვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის და მოხელის სახელი, რომლებიც მონაწილეობენ ანტირუსული კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში. მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა.

„ეს არის სარკისებული პასუხი რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა გასულ თვეში შეიტანა „შავ სიაში“. ახლა დროა შეერთებულმა შტატებმა გამოიჩინოს წინდახედულობა კონფრონტაციული კურსის შეცვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელდება ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკული მხარისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ბრძანება რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა რაოდენობის 300 ადამიანამდე შემცირების შესახებ. ეს ყველაფერი ჩვენი არჩევანი არ არის. გვსურს თავიდან ავიცილოთ შეერთებულ შტატებთან შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო