მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდეს, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ ზელენსკიმ, ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდეს სიტუაციის განმუხტვის მიზნით უკრაინის საზღვრიდან დამატებითი ჯარები გაიყვანოს. საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ვიდეოკონფერენცია გამართა. უკრაინამ, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ნატო-ში შესვლა და ევროპისგან მეტი მხარდაჭერა ითხოვა.

მერკელის პრესსამსახურის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყნის ლიდერმა ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთსა და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების ზრდის გამო. ლიდერებმა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რუსეთს ამ სამხედრო გაძლიერების შეჩერებისკენ მოუწოდეს.

კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ ხაზი გაუსვეს მინსკის შეთანხმების ორივე მხარის მიერ სრულად შესრულების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ გერმანია და საფრანგეთი ძალისხმევას „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში განაგრძობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა