Reuters - კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება, რაულ კასტრომ „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ იგი კუბის „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯით კუბაზე ძმების, რაულ და ფიდელ კასტროების 60-წლიანი მმართველობა სრულდება.

პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, 89 წლის კასტრომ განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომელიც "სავსეა ენთუზიაზმით და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთებით".

კასტროს პარტიის ახალი ხელმძღვანელი არ დაუსახელებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ მას მიგელ დიას-კანელი ჩაანაცვლებს, რომელსაც კასტრომ 2018 წელს პრეზიდენტობა დაუთმო. თავად რაულ კასტრომ მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობა 2006 წელს, ძმის, ფიდელის ავადმყოფობის გამო დაიკავა, რომელიც კუბას 1959 რევოლუციის შემდეგ ედგა სათავეში. 2011 წელს კი რაულ კასტრო „კომუნისტურ პარტიის“ ლიდერი გახდა. მან კუბაში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური რეფორმა გაატარა.

იხილეთ ვიდეო:კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება, რაულ კასტრომ „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა