ინდოეთში კორონავირუსის 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 1 341 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 14.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 175 649-ს მიაღწია. საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსის 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა