რუსეთი 5 პოლონელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან ხუთ პოლონელ დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავას ქმედებების საპასუხოდ მიიღო.

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, თუ რა სწრაფად შეუერთდა ვარშავა აშშ-ის ადმინისტრაციას და მოითხოვა, რომ სამ რუს დიპლომატს პოლონეთი დაეტოვებინა. თავის მხრივ, ხუთი პოლონელი დიპლომატი რუსეთიდან იქნება გაძევებული,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ 15 აპრილს გამოაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხო ზომების შესახებაც განაცხადა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს