რუსული მედიის ინფორმაციით, „ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.

„16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი - სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, - აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

მათივე განცხადებით, „ეს საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან და რუსეთის ფედერაციის მიმართ აშკარა მტრულ ხასიათს ატარებს“.

„ეფესბეს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, დიპლომატები სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მუშაობენ, მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ კანონს ან მტრულ ქმედებებს განახორციელებენ, მათ შეიძლება ჩამოერთვათ ქვეყანაში ყოფნის უფლება.

იხილეთ ვიდეო:„ეფესბემ“ უკრაინის კონსული დააკავა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა