Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია ვაქცინების 869 მილიონზე მეტი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 869 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.4 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 202 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 183.5 მილიონი, ინდოეთში 119.7 მილიონი, ევროკავშირში კი - 107.2 მილიონი. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.9% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 27.6%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 24.3%-ით, მეოთხე ადგილზე მაროკოა, სადაც მოსახლეობის 11.7%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო