გიგი წერეთელი - ოპოზიციის შეხვედრაზე მსჯელობა გვექნება თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები და მზადება 15 მაისისთვის

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, იმ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის მედიატორმა წარმოადგინა, დაზუსტებული არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც წერეთელი განმარტავს, ისინი შეთანხმების მომხრეები არიან, თუმცა, შეთანხმება იმ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. წერეთლის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.

„ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა ბუნებრივია, იქნება ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რაც დღეს ქვეყანაში ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. ახალი გარემოება გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ის აპირებს ხელი მოაწეროს შეთანხმების ერთ-ერთ ვერსიაზე, თუმცა, ბუნებრივია, ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია, ეს ძირითად ორ საკითხს ეხება, გარდა სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმებისა, რომელზეც შეთანხმება უფრო იოლია. ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს. მსჯელობა გვექნება, თუ როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები და რა თქმა უნდა, იქნება ასევე იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება 15 მაისი, რა მოქმედებები, რა აქტივები იქნება, როგორ იქნება გასვლები რეგიონებში და მზადება 15 მაისისთვის.

ნათელი არ არის, როგორ ხდება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისულება, ასევე ახალი არჩვენების ბმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან ლოგიკური არ არის და საფუძველი არ აქვს. ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ადრეც ვთქვით, რომ შეთანხმების მომხრე ვართ, ოღონდ, ეს შეთანხმება უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაშია“, - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, იმის ფონზე, როცა ოპოზიცია შეთანხმებას ხელს არ აწერს, ექნებათ თუ არა მათ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, წერეთელი პასუხობს, რომ მათ საკუთარ პოზიციას აუხსნიან.

„იმ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის მედიატორმა წარმოადგინა, არ იყო დაზუსტებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, თუმცა, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, ყველაფერი დეტალებშია. რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ოპოზიცია აუხნის იმ პოზიციას, რომელიც მას გააჩნია და რატომ არის ასეთ ვარიანტზე წინააღმდეგი, რა შეთავაზებები ექნება მას. სწორედ ამას მიეძღვნება დღევანდელი და სხვა შეხვედრებიც“, - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, წამოვა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე, წერეთელი პასუხობს, რომ „სიჯიუტის შემდეგ ხელისუფლებამ კონსტრუქციულობა გამოამჟღავნა“.

„თუკი, იმ ორ პუნქტზე არ იქნება ნათელი და მკაფიო პოზიცია ხელისუფლების მხრიდან, ეს ვერ განმუხტავს იმ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია. მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ეს ნაბიჯი კარგია, გარკვეული კონსტრუქციულობა გამოამჟღავნეს მთელი ამ რაღაც სიჯიუტის შემდეგ. ბუნევბრივია, არსებობს რესურსი, რომ უკეთეს ვარიანტზე შევთანხმდეთ, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სიტუაციას... ნათელია, რომ ხელისუფლებამ გარკვეული მოქმედება განახორციელა, გარკვეული ნაბიჯი გადადგა, ახლა ყველა ელოდება იმას, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი, ოპოზიციამ გასცა პასუხი და წარმოადგინა თავისი შეხედულებები, ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს, ასე ვხედავ ამ ამბავს. მუშაობა გაგრძელდება, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე კარგი იქნება, თუ ხელისუფლებასთანაც იქნება საუბრები“, - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა