ჯო ბაიდენი - აშშ და იაპონია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩინეთისგან მოდის, ერთად იმუშავებენ

მე და პრემიერ -მინისტრმა სუგამ აშშ-იაპონიის ალიანსისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიმართ გულწრფელი მხარდაჭერა დავადასტურეთ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, იოშიჰიდე სუგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩინეთისგან მოდის, ერთად იმუშავებს.

„მოწოდებული ვართ, ერთად ვიმუშაოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩინეთისგან მოდის და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა აგრეთვე ჩრდილოეთ კორეა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ინდო – წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფალი და გახსნილი მომავალი. ”

მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთის გაზრდილ სამხედრო გადაადგილებებზე ტაივანის მახლობლად, ჰონგ-კონგისა და მუსლიმი უიღურების საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა