სებასტიან კურცი ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ავსტრიისთვის დიდი პატივი იქნება, თუ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ვენაში შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურცმა განაცხადა, რომ ავსტრია ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება.

„ამერიკულ და რუსულ მხარესთან კონტაქტზე ვიმყოფებით. თუკი ასეთი შეხვედრა ნამდვილად გაიმართება, რომელსაც სწორ ნაბიჯად მივიჩნევთ და რომლის ინიცირებაც ბაიდენისგან მოხდა, მოხარული ვიქნებით, თუკი ის ავსტრიაში შედგება,“- აღნიშნა კურცმა.

ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრის ავსტრიაში გამართვა არ ნიშნავს, რომ ავსტრია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

ცნობილია, რომ ბაიდენი-პუტინის შესაძლო შეხვედრის მასპინძლობისთვის მზადყოფნა ფინეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს.

იხილეთ ვიდეო:სებასტიან კურცი ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს