გრიგოლ გეგელია - "ქართული ოცნება" თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ "ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია" ცხადყოფს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენა და სულისკვეთება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას.

„ეს ხელისუფლება იმდენად უუნაროა, რომ ვერც თავისთვის სასურველ შედეგებს აღწევს და ქვეყნის ინტერესებსაც მუდმივად აზარალებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი საქციელი არ გაჭრის, არც შინ და არც გარეთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სურვილია, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას ორმხრივად, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის კონსენსუსის შედეგად და არ იქცეს "ქართული ოცნების" რიგით პიარულ „ტრიუკად“, - აცხადებს გეგელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა