რუსეთმა უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსულ ალექსანდ სოსონიუკს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის მხარის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულის დაკავებასთან დაკავშირებით, სამინისტროში დაიბარეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვასილი პოკოტილო, რა დროსაც რუსულმა მხარემ მიუთითა, რომ მისთვის ამ სახის საქმიანობა დაუშვებელია, არ შეესაბამება თანამდებობის პირის სტატუსს და ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებს.

„უკრაინულ მხარეს ეცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სოსონიუკის ყოფნა არასასურველია და რეკომენდაცია გაიცა, რომ მან რუსეთის საზღვრები 19 აპრილიდან 72 საათის განმავლობაში დატოვოს“, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავა. ალექსანდ სოსონიუკი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:რუსეთმა უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული ვადა განუსაზღვრა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა