ჟიგიმანტას პავილიონისი - მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან

მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და ავრცელებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგში პოზიტიური დინამიკის დაფიქსირება მისასალმებელია.

მისი თქმით, ამ ნაბიჯს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.

„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში საქართველოს მომავლისთვის ერთიანობისა და კომპრომისის მოტანა შეუძლია“, - წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ჟიგიმანტას პავილიონისი - მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან

მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და ავრცელებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგში პოზიტიური დინამიკის დაფიქსირება მისასალმებელია.

მისი თქმით, ამ ნაბიჯს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.

„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში საქართველოს მომავლისთვის ერთიანობისა და კომპრომისის მოტანა შეუძლია“, - წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი