პრინცი ფილიპი წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.ედინბურგის ჰერცოგის დაკრძალვის ცერემონიალი კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების 730-ზე მეტი წევრი ესწრებოდა, თუმცა წმინდა გიორგის სამლოცველოში მხოლოდ 30 ადამიანი იმყოფებოდა. დაკრძალვებზე დამსწრეები სოციალურ დისტანციას იცავდნენ. პანაშვიდის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრინც ფილიპის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

ცერემონიალური გასროლა გაერთიანებულ სამეფოსა და გიბრალტარში ცხრა სხვადასხვა ადგილას ერთდროულად განახორციელეს, რითაც წუთიერი დუმილის დასაწყისი და დასრულება აღინიშნა.

შეგახსენებთ, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა