ემანუელ მაკრონი - რუსეთთან ცხადი „წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით „ცხადი წითელი ხაზები“ უნდა გაავლოს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ნებისმიერი მიუღებელი საქციელის შემთხვევაში, უნდა დაწესდეს სანქციები.

როგორც მან CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის. მაკრონის თქმით, იგი სრულად იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სურვილს, რუსეთთან დიალოგი გახსნას.

„ჩემი აზრით, სანქციები საკმარისი არ არის, მაგრამ ის პაკეტის ნაწილია. მე ვამჯობინებდი კონსტრუქციულ დიალოგს, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ჩემი აზრით, დამაჯერებლობისთვის, რუსეთთან ცხადი წითელი ხაზები უნდა გავავლოთ, - განაცხადა მაკრონმა და აქვე დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთთან მიმართებით ჰქონდა ის, რასაც ”გულუბრყვილო მიდგომა” ეწოდება.

”ვფიქრობ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ეს არ არის დიპლომატიის მარცხი, ეს არის ჩვენი კოლექტიური სანდოობის მარცხი რუსეთის მიმართ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი - საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით "ცხადი წითელი ხაზები" უნდა გაავლოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა