მედია - დიდი ბრიტანეთი, უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, შავ ზღვაში სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორ ხომალდს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი, უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, შავ ზღვაში სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის

ორ ხომალდს გაგზავნის. ამის შესახებ მედია გამოცემა The Sunday Times-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემისთვის ფლოტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ საუბარია 45-ე ტიპის საესკადრო ნაღმოსანზე და 23-ე ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატზე.

ორივე ხომალდი ხმელთაშუა ზღვის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში შედის.

გამოცემის ცნობით, მაისში ისინი ბოსფორის გავლით შავ ზღვაში გაემგზავრებიან. ხომალდების გადასროლას კიევის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება უწოდეს.

პარალელურად, რუსეთს, წვრთნების ფარგლებში, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაადგილებას ექვემდებარება კასპიის ფლოტილიაში შემავალი 15 ხომალდი, მათ შორის სამი საარტილერიო და რვა სადესანტო, ასევე დამხმარე გემები. ისინი, შავი ზღვის ფლოტის ძალებთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს