სენატორები შაჰინი და ჯონსონი საქართველოზე - აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს , - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი, უფროსი წევრის, სენატორ რონ ჯონსონის წერილობითი კომენტარში, რომელსაც „ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედს იტოვებენ, რომ „ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის“ სწრაფად გადაჭრას იხილავენ.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: სენატორები შაჰინი და ჯონსონი საქართველოზე - აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა