BBC - ორი რუსი მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში, კავშირშია ჩეხეთში იარაღის საწყობში აფეთქებასთან

ორი რუსი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდო ეჭვმიტანილნი არიან 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში, სერგეი და იულია სკრიპალების „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის გამოყენებით მოწამვლაში, კავშირში არიან ჩეხეთში 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან - წერს BBC.

ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ ორ მამაკაცს ეძებს, რომლებსაც სხვადასხვა პასპორტები, მათ შორის რუსული პასპორტები, აქვთ ალექსანდრე პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე. ეს სახელები ემთხვევა იმ ორი ეჭვმიტანილის სახელებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას მოწამვლის მცდელობაში ფიგურირებდა.

მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს აძევებს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა