საბერძნეთმა და ისრაელმა თავდაცის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და საბერძნეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ამ ქვეყნებს შორის დარგის ყველაზე მსხვილი გარიგებაა.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა განაახლებს შესაძლებლობებს და გააძლიერებს ისრაელისა და საბერძნეთის ეკონომიკას. ამით ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა გაღრმავდება თავდაცვით, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მოიცავს 1.65 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს, რომელიც 22 წლიან პერიოდში მიემართება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი Elbit Systems-ის მიერ საბერძნეთის საჰაერო ძალებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირებისკენ. ცენტრი ისრაელის საჰაერო აკადემიის მოდელზე შეიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა