ალექსეი ნავალნის ექიმი - პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ იუწყება.

ექიმის, იაროსლავ აშიხმინის განცხადებით, ანალიზის პასუხები, რომლებიც მან პოლიტიკოსის ოჯახისგან მიიღო, აჩვენებს, რომ მას მკვეთრად მომატებული აქვს კალიუმის დონე, რამაც, შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს, ასევე მომატებული აქვს კრეატინინის დონე, რაც თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს.

„ჩვენი პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“ , - წერს ექიმი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ალექსეი ნავალნის ექიმი - პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ იუწყება.

ექიმის, იაროსლავ აშიხმინის განცხადებით, ანალიზის პასუხები, რომლებიც მან პოლიტიკოსის ოჯახისგან მიიღო, აჩვენებს, რომ მას მკვეთრად მომატებული აქვს კალიუმის დონე, რამაც, შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს, ასევე მომატებული აქვს კრეატინინის დონე, რაც თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს.

„ჩვენი პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“ , - წერს ექიმი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?